თანამედროვე არქიტექტურა
+
სამართლებრივი შესაბამისობა
Architecton-ში თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტები თავიდანვე იქმნება სამშენებლო კანონმდებლობასთან და ქალაქმშენებლობით ნორმებთან სრული შესაბამისობით, რაც უზრუნველყოფს პროექტის სწრაფ შეთანხმებას და მის წარმატებულ რეალიზაციას.
.jpg)
.png)
პროექტირების პროცესი
დამკვეთთან მიმდინარეობს დეტალური კომუნიკაცია, რათა განისაზღვროს მისი საჭიროებები, სურვილები და მოლოდინები, ასევე ჩამოყალიბდეს საპროექტო ამოცანა — შენობის ტიპი, ფუნქცია, სივრცობრივი მოთხოვნები, სტილისტიკური მიმართულება და ძირითადი პრიორიტეტები
ხდება ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება და არსებული გარემოს მოკლე ანალიზი, რომლის ფარგლებშიც ფასდება ნაკვეთის ძირითადი მახასიათებლები, რელიეფი, განაშენიანების კონტექსტი, ორიენტაცია, ხედები, მისასვლელები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები
დამკვეთთან შეთანხმებული ინფორმაციის საფუძველზე ყალიბდება პროექტის ძირითადი ჩარჩო — სივრცობრივი მოთხოვნები, ფუნქციური ზონები, ოთახების შემადგენლობა, ირჩევა საფასადე მასალები და იქმნება საერთო კონცეფცია და მიმართულება.
შეგროვებული ინფორმაციისა და შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე მზადდება პროექტის პირველი ვერსია. ეტაპი მოიცავს პირველადი გეგმების, ფასადების, მოცულობების და ზოგადი არქიტექტურული გადაწყვეტის წარმოდგენას, რათა დამკვეთმა მიიღოს პროექტის საერთო სურათი
პირველადი პროექტის დადასტურების შემგომ იწყება არქიტექტურული ნახაზების, გეგმების, ჭრილების და ფასადების სრულყოფილი დამუშავება, არქიტექტურული კონცეფციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით
კონსტრუქციული, საინჟინრო და ტექნიკური პროექტების მომზადება.
საბოლოო ეტაპზე პროექტი გადის სრულ შემოწმებას, რათა დადასტურდეს, რომ ყველა რეგულაცია თავიდანვე სწორად არის გათვალისწინებული და პროექტი მზად არის შეთანხმებისთვის.
სრული პროექტის მომზადება მშენებლობის ნებართვის მისაღებად და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად.
არქიტექტურული სტილის ფორმირება
შენობის დანიშნულების ანალიზი
პირველ რიგში განისაზღვრება, რა ტიპის ობიექტი უნდა აშენდეს და რა ფუნქცია ექნება მას. არქიტექტურული სტილი ყოველთვის უნდა პასუხობდეს შენობის დანიშნულებას და მის პრაქტიკულ საჭიროებებს.
ადგილმდებარეობა და გარემო პირობები
სტილის შერჩევისას აუცილებელია ლოკაციის, რელიეფის, ხედების, კლიმატური პირობების, მზის მიმართულებებისა და მიმდებარე გარემოს შეფასება. არქიტექტურა უნდა ერგებოდეს ადგილს და ამავე დროს აძლიერებდეს მის პოტენციალს.
მომხმარებელთა სეგმენტის ანალიზი
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ ვისთვის იქმნება ეს სივრცე — კერძო მფლობელისთვის, ოჯახისთვის, ბიზნესისთვის, სტუმრებისთვის თუ კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის. მომხმარებლის პროფილი პირდაპირ განსაზღვრავს როგორც სივრცის ხასიათს, ისე მის ვიზუალურ ენას.
ბიუჯეტისა და დამკვეთის მოთხოვნების ანალიზი
არქიტექტურული სტილის ფორმირებაზე გავლენას ახდენს როგორც დამკვეთის გემოვნება და მოლოდინები, ისე პროექტის ფინანსური ჩარჩო. სწორად შერჩეული სტილი უნდა იყოს რეალისტური, ფუნქციური და დამკვეთის ხედვასთან თანხვედრაში.
კონტექსტთან ჰარმონიული შერწყმა
საბოლოოდ არქიტექტურული სტილი უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ შენობა ბუნებრივად ერწყმოდეს თავის გარემოს, კონტექსტს და მასშტაბს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — ამავე დროს ინარჩუნებდეს საკუთარ გამორჩეულ იდენტობას.
პროექტირება ხორციელდება საბაზრო მოთხოვნებისა და მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით.
.jpg)
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექურა
კერძო სახლის არქიტექტურა
კერძო სახლის არქიტექტურული პროექტირება ხორციელდება მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის სრული დაცვით და სივრცის სწორ დაგეგმარებაზე ორიენტირებული მიდგომით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტერიერისა და ექსტერიერის ჰარმონიულ შერწყმას, რათა შეიქმნას ფუნქციური, კომფორტული და ვიზუალურად დაბალანსებული საცხოვრებელი გარემო.

.jpg)
ჩვენი სერვისის
უპირატესობები
თანამედროვე არქიტექტურული მიდგომები
პროექტირების პროცესში ვიყენებთ თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებსა და დიზაინის პრინციპებს, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ვიზუალურად გამორჩეული და ფუნქციურად გამართული სივრცეები. ჩვენი მიზანია არქიტექტურა იყოს თანამედროვე, ესთეტიკური და სრულად ადაპტირებული მომხმარებლის საჭიროებებზე.
სწორი სივრცითი დაგეგმარება
სივრცის დაგეგმარებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფუნქციურობას, მოძრაობის ლოგიკას და სივრცეების ოპტიმალურ გამოყენებას. შედეგად იქმნება ისეთი გარემო, სადაც შიდა და გარე სივრცეები ერთმანეთთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული და მაქსიმალურად კომფორტულია მომხმარებლისთვის.
საკანონმდებლო რეგულაციების სრული დაცვა
პროექტები მზადდება მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობისა და ქალაქგეგმარებითი ნორმების სრული დაცვით. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროექტის შეთანხმების პროცესს და ამცირებს ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.
ენერგოეფექტური გადაწყვეტები
პროექტირების პროცესში გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის თანამედროვე მოთხოვნები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. ეს ხელს უწყობს შენობის ენერგიის მოხმარების შემცირებას, ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაციას და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას.
ინტერიერის და ექსტერიერის ჰარმონიული შერწყმა
შენობის გარე იერსახე და შიდა სივრცეები ერთიან არქიტექტურულ კონცეფციაში არის გაერთიანებული. ეს უზრუნველყოფს შენობის ვიზუალურ მთლიანობას და ქმნის დაბალანსებულ, ესთეტიკურ და ფუნქციურ გარემოს.
არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტების ერთიანობა
არქიტექტურული იდეა თავიდანვე მუშავდება კონსტრუქციულ გადაწყვეტებთან სრულ შესაბამისობაში. ეს უზრუნველყოფს, რომ შენობის არქიტექტურა იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად გამართული, არამედ ტექნიკურად სწორი, უსაფრთხო და რეალურად განხორციელებადი.