Buy Template
უძრავი ქონება

უძრავი ქონება — სამართლებრივი გადაწყვეტები ერთ სივრცეში

Architecton უზრუნველყოფს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების სრულ და კომპლექსურ მომსახურებას. სერვისი მოიცავს რეგისტრაციას, ექსპლუატაციაში მიღებას, ქონების გამიჯვნას, ლეგალიზებას, სამშენებლო პოტენციალის შეფასებას, უფლების რეგისტრაციასა და სხვა სამართლებრივ პროცედურებს, რაც უზრუნველყოფს ქონების სამართლებრივი სტატუსის სრულყოფილ მოწესრიგებას და მის ეფექტურ გამოყენებას.

სერვისები სრულად
ArrowArrow
სრული სამართლებრივი მხარდაჭერა ნებისმერი სახის უძრავი ქონებისთვის

სამართლებრივი მხარდაჭერა უძრავ ქონებაში

უძრავი ქონების რეგისტრაცია

უძრავი ქონების და მასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ასევე უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება. სერვისი მოიცავს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ადმინისტრაციული პროცედურების წარმართვას ქონების სამართლებრივი სტატუსის სრულყოფილად მოწესრიგებისთვის.

ექსპლუატაცია

დასრულებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების სამართლებრივი და ადმინისტრაციული მხარდაჭერა. სერვისი მოიცავს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამის ორგანოებთან პროცესის მართვას, რათა ობიექტი ოფიციალურად შევიდეს ექსპლუატაციაში.

გამიჯვნა

უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის, შენობის ან მისი ნაწილის) გაყოფა დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულებად ან რამდენიმე ქონების გაერთიანება ერთ საკადასტრო ერთეულად. სერვისი მოიცავს შესაბამისი საკადასტრო და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას, პროცედურების წარმართვას და ცვლილებების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

ლეგალიზება

უნებართვო ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის სამართლებრივი შეფასება და მისი კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა. საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან პროცედურების გავლა მშენებლობის სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების მიზნით.

უფლების რეგისტრაცია

საკუთრების, სარგებლობის ან სხვა ქონებრივი უფლებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სერვისი მოიცავს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

სამშენებლო პოტენციალის შეფასება

მიწის ნაკვეთის ქალაქგეგმარებითი პარამეტრების, ფუნქციური ზონის, სამშენებლო კოეფიციენტებისა და სხვა რეგულაციების ანალიზი. შეფასების შედეგად განისაზღვრება მიწის ნაკვეთის რეალური სამშენებლო შესაძლებლობები და მისი განვითარების ოპტიმალური მიმართულება.

მიწის ნაკვეთის წინასანებართვო კვლევა

სამშენებლო პოტენციალის შეფასება

მიწის ნაკვეთის მაქსიმალური სამშენებლო მოცულობის, შესაძლო ფუნქციების და განვითარების ალტერნატიული სცენარების განსაზღვრა.

ქალაქგეგმარებითი პარამეტრების განსაზღვრა

მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის, სამშენებლო კოეფიციენტების (K1, K2, K3) და მოქმედი განაშენიანების რეგულაციების ანალიზი.

საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზი

მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების, საკუთრების სტატუსის, რეგისტრირებული შეზღუდვებისა და სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა.

შეზღუდვებისა და რეგულაციების იდენტიფიცირება

ტერიტორიაზე არსებული სპეციალური ზონების, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის, წითელი ხაზების, დაცვითი ზონებისა და სხვა რეგულაციების შესწავლა.

განხორციელებაა შესაძლებელი და რა არის მისი ზუსტი სამშენებლო პოტენციალი. წინასწარ შეაფასეთ პროექტის მომგებიანობა, დააზღვიეთ რისკები და უზრუნველყავით პროექტის წარმატება პირველივე ეტაპიდან.

საინჟინრო
ინფრასტრუქტურის შეფასება

მიწის ნაკვეთზე ან მის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი, კანალიზაცია და სხვა) იდენტიფიცირება.

იურიდიული რისკების და რეკომენდაციები

მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული რისკების შეფასება და ოპტიმალური განვითარების გზების რეკომენდაცია.

სანებართვო რისკების
სრული ანალიზი

მიწის ნაკვეთისა და პროექტის შეფასება ნებართვის მიღების პროცესთან დაკავშირებული შესაძლო რისკების იდენტიფიცირების მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული უარყოფა, შეფერხებები და დამატებითი ხარჯები.

რისკების შეფასება და სამართლებრივი კონტროლი

უძრავი ქონების შესყიდვის მხარდაჭერა

უძრავი ქონების შეძენა მოითხოვს არა მხოლოდ ობიექტის არჩევას, არამედ მისი სამართლებრივი, ტექნიკური და ქალაქმშენებლობითი მდგომარეობის სრულ შეფასებას — არქიტექტონი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ამ პროცესში, მათ შორის დოკუმენტაციის შემოწმებას, მიწისა და შენობის სამშენებლო პოტენციალის ანალიზს, შესაძლო რისკების გამოვლენას და განვითარების პოტენციალის შეფასებას, რათა შეძენამდე ზუსტად იცოდეთ რას ყიდულობთ და მიიღოთ უსაფრთხო, სწორი და ფინანსურად მომგებიანი გადაწყვეტილება.
სამშენებლო - სანებართვო რისკების შესაფება
სანებართვო პროცესის და სამშენებლო პარამეტრების სრული ანალიზი
სამართლებრივი სტატუსის გადამოწმება