სამშენებლო დავები
Architecton უზრუნველყოფს კლიენტის წარმომადგენლობას მშენებლობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის სამართლებრივ დავაში. ჩვენი გუნდი ჩართულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა შეჩერებული მშენებლობები, დაკისრებული ჯარიმები, დემონტაჟის მოთხოვნები, ნებართვებთან დაკავშირებული დავები და სხვა სამართლებრივი პროცესები. ჩვენი მიზანია ეფექტურად დავიცვათ კლიენტის ინტერესები ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში.
სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაცია და დავის სამართლებრივი პერსპექტივის შეფასება.
კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
საჩივრების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.


მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების სამართლებრიბი მხარდაჭერა
შეჩერებული მშენებლობების გაგრძელება
მშენებლობის შეჩერების საფუძვლების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მისი გაგრძელების უზრუნველსაყოფად. საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან და შესაბამისი პროცედურების გავლა.
ჯარიმების შემცირება/გაბათილება
მუნიციპალური ინსპექციის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებული ჯარიმების სამართლებრივი შეფასება და მათი გასაჩივრება. მიზანია ჯარიმის შემცირება ან სრულად გაუქმება კანონით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენებით.
დემონტაჟის მოთხოვნის გაუქმება
დემონტაჟის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შეფასება და შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მისი შეჩერების ან გაუქმების მიზნით. კლიენტის ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში.
მშენებლობის ვადის გახანგძლივება
მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ვადების სამართლებრივი ანალიზი და მათი გახანგრძლივებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება. შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმება.
უნებართვო და ნებართვის დარღვევით განხორციელებული მშენებლობები
უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის სამართლებრივი შეფასება და მისი კანონიერ ჩარჩოებში მოქცევის გზების განსაზღვრა. საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან პროცესის მართვა.
გაცემული მშენებლობის ნებართვების გასაჩივრება
მშენებლობის ნებართვის სამართლებრივი საფუძვლების შეფასება და მისი გასაჩივრება ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. პროცესის სამართლებრივი მართვა კლიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით.
საეტაპო ოქმებთან დაკავშირებული დავები
მშენებლობის ეტაპების ჩაბარებასთან და საეტაპო ოქმების გაფორმებასთან დაკავშირებული დავების სამართლებრივი ანალიზი. კლიენტის წარმომადგენლობა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სამართლებრივი პოზიციის დაცვა.
ოთარ ნარჩემაშვილი
კონსულტაცია
კონსულტაცია სფეროს ექსპერტათან და პრობლემის მოგვარების გზის დასახვა
წარმომადგენლობა
წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში
დოკუმენტაცია
საქმის წარმოებისთვის საჭირო საექსპერტო დასკვნების მომზადება
მედიაცია
შუამავლობა საქმეში ჩართულ სხვა მხარეებთან
კორპორატიული მომსახურება
სპეციალური იურიდიული დაზღვევა კორპორატიული კლიენტებისთვის
.jpg)













